FAQ

კითხვა პასუხები

საჯარო მმართველობის სფეროთი დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ინდივიდებსა და სფეროს ექსპერტებს.

მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებით დაინტერესებულმა მომხმარებელმა უნდა გაიროს ავტორიზაცია და შეარჩიოს შეფასებისთვის მისთვის საინტერესო მიმართულება (საჯარო სერვისები, საჯარო ფინანსები, საჯარო პოლიტიკა), რის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ჩარჩოების მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი კითხვარები უშუალოდ სისტემაში. ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეფასების პროცესშივე ასახოს შედეგები სისტემაში. PARMEP-ის აუდიტორი მომხმარებლის ოპერირების დეტალები მოცემულია თითოეული PAR მიმართულების თავის ქვეშ.

შეფასების განსახორციელებლად მოგვწერეთ კონტაქტში მითითებულ ელ.ფოსტაზე. სათაურში მიუთითეთ PAR შეფასება და ასევე თუ რომელი PAR მიმართულების შეფასებით ხართ დაინტერესებულივალი. მას შემდეგ რაც მივიღებთ თქვენს განაცხადს, დაგიკავშირდებით და ვუზრუნველყოფთ თქვენ რეგისტრაციას სისტემაში. რეგისტრაციის შემდეგ გექნებათ წვდომა იმ შეფასების ჩარჩოსთან, რა PAR მიმართულებასაც აირჩევთ.

დიახ, PAR შეფასების განსახორციელებლად, IRC-ის შეფასების ჩარჩოების გამოყენება შეგიძლიათ უფასოდ.

არა, შეფასების განხორციელებისთვის ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული.

დიახ, შეფასების საბოლოო შედეგების/ანგარიშის გამოქვეყნება გათვალისწინებულია PARMEP-ზე, თუმცა გამოქვეყნება მოხდება მას შემდეგ რაც ანგარიში გაივლის ვალიდაციის ეტაპს.

თქვენ მიერ განხორციელებული შეფასების შედეგებს/ანგარიშს გაეცნობა მიუკერძოებელი ვალიდატორი და განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უზრინველყოფს მის საბოლოო ვალიდაციას, რის შემდეგაც თქვენ მიერ განხორციელებული შეფასების შედეგები/ანგარიში გამოქვეყნდება PARMEP-ზე.

შეფასების ჩარჩოებზე საავტორო უფლებები ეკუთვნის IRC-ს, ხოლო შედეგებზე/ანგარიშზე საავტორო უფლებები ეკუთვნის შემფასებელს.

დიახ, IRC -ის მიერ შემუშავებული ჩარჩოების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალური კვლევის მიზნებისთვის, თუმცა კვლევით ნაშრომში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: „შეფასების ჩარჩო შემუშავებულია ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით".

დიახ, საჭიროა დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ შეფასების ობიექტთან მოხდა კომუნიკაცია. მაგ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დამადასტურებელი წერილი და მიღებული პასუხი.

IRC-ის ჩარჩოების გამოყენებით შეფასების განხორციელების შესახებ: info@irc.ge

სახელმწიფო სერვისები: m.napetvaridze@irc.ge

საჯარო პოლიტიკა: l.tkhelidze@irc.ge

საჯარო ფინანსების მართვა l.tkhelidze@irc.ge