PARMEP-ის აღწერა

საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგისა და შეფასების პლატფორმა - Public Administration Reform Monitoring and Evaluation Platform – PARMEP არის ონლაინ რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მმართველობის (PA) სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიას შესთავაზოს საინტერესო, უახლესი და სრულყოფილი ინფორმაცია PA გარშემო.

PARMEP შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ინდივიდებსა და PA სფეროს ექსპერტებს ერთი მხრივ განახორციელონ მონიტორინგი და შეფასება IRC-ის მიერ შემუშავებული მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოების გამოყენებით PAR-ის სამი მიმართულებით: საჯარო სერვისები, საჯარო პოლიტიკა და საჯარო ფინანსები; ხოლო მეორე მხრივ გაეცნონ აღნიშნული მიმართულებებით ავტორიზებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშებს.

პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტაცია და აქტუალური მონაცემებს PAR-ის გარშემო.

მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებით დაინტერესებული მომხმარებლისთვის PARMEP-ას გააჩნია აუდიტორი მომხმარებლის მხარე. კერძოდ, დაინტერესებული ორგანიზაციების, ინდივიდებისა და სფეროს ექსპერტებისთვის, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ჩარჩოების მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი კითხვარები უშუალოდ სისტემაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა შეფასების პროცესშივე ასახონ შედეგები სისტემაში. PARMEP-ის აუდიტორი მომხმარებლის ოპერირების დეტალები მოცემულია თითოეული PAR მიმართულების თავის ქვეშ.

იმისათვის, რომ დაინტერესებულმა ორგანიზაციამ თუ ინდივიდმა შეძლოს IRC-ის მიერ შემუშავებული ჩარჩოების გამოყენებით PAR შერჩეული მიმართულებით მონიტორინგისა და შეფასების განხორციელება, სავალდებულოა ავტორიზაციის პროცესის გავლა. ავტორიზაციის დეტალები მოცემულია პლატფორმის შესაბამის ველში. 

PARMEP შემუშავებულია IRC-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ფარგლებში. https://www.irc.ge/