3 დღიანი ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმოამდგენლებისთვის

3 დღიანი ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმოამდგენლებისთვის

2020 წლის 23 ივნისს, IRC-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დაიწყო 3 დღიანი ტრენინგი - საჯარო პოლიტიკის შეფასება.

პროექტის საჯარო პოლიტიკისა და ანალიზის ექსპერტმა ნანი მაჭარაშვილმა ტრენინგის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო IRC-ის მიერ შემუშავებული საჯარო პოლიტიკის შეფასების ჰოლისტური ჩარჩო. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს, სავარჯიშოების სახით.

ტრენინგში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის პროექტი გრანტების გაცემასაც ითვალისწინებს (საგრანტო კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება). კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები შეძლებენ პრაქტიკაში გამოიყენონ IRC-ის მიერ შემუშავებული შეფასების ჩარჩო და საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმაზე განათავსონ გრანტის ფარგლებში შემუშავებული მონიტორინგის ანგარიშები.

29-30 ივნისს და 1 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ რეჟიმში მიიღონ ტრენინგში მონაწილეობაშეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავება, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების დანერგვის გზით.

პროექტი ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.