სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან

სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან

2020 წლის 12 თებერვალს „ტერმინალ ვაკეში" IRC-ის საპროექტო გუნდმა სამუშაო შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის პლატფორმის (PARMEP) შესახებ იდეების გაცვლასა და ინიციატივების იდენტიფიცირებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

PARMEP-ის კონცეფციის შემუშავება და პლატფორმის ამოქმედება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

IRC უახლოეს მომავალში დაასრულებს PARMEP-ის კონცეფციის მონახაზზე მუშაობას და წარადგენს უფრო ფართო აუდიტორიასთან.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის მდგრადი სისტემის შემუშავება, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების დანერგვის გზით.

პროექტი ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.