საპროექტო გუნდის შეხვედრა ექსპერტ გიორგი ვაშაკიძესთან

საპროექტო გუნდის შეხვედრა ექსპერტ გიორგი ვაშაკიძესთან

რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს საჯარო სერვისის დიზაინი და მიწოდება?

სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა საპროექტო გუნდის სამუშაო შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტის გიორგი ვაშაკიძის ჩართულობით წარიმართა.

სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება" ფარგლებში ჩატარდა.


პროექტის მიზანია შემუშავდეს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული, საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას გარედან შეაფასოს საჯარო მმართველობის რეფორმის სამი მიმართულება:


• პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება
• საჯარო სერვისების დიზაინი და მიწოდება
• საჯარო ფინანსების მართვა

 

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.