საბიუჯეტო პროცესი და ზედამხედველობა

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არსებობდა საბიუჯეტო პროცესის შეფასების ისეთი სახის მეთოდოლოგია, რომელითაც ისარგებლებდა სამოქალაქო სექტორი და რომლის გამოყენებასაც არ ჭირდება ფინანსების ღრმა, სპეციფიკური ცოდნა. ბიუჯეტი ეს არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის პრიორიტეტებზე. შესაბამისად განსაკუთრებულ მნიშვნელოვანელობას იძენს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდა იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ბუნებრივია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ბიუჯეტის ზედამხედველობის პროცესში იმ შემთხვევაშია უფრო ეფექტური, თუ მათ აქვთ საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი ცოდნა. ეს ცოდნა უნდა მოიცავდეს ბიუჯეტირების ყველა ეტაპს: ბიუჯეტის შემუშავება, დამტკიცება, შესრულება, ანგარიშვალდებულება და კონტროლი. IRC-ის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისათვის (ორგანიზაციების) საბიუჯეტო პროცესის შესახებ ცოდნის ამაღლებაა. IRC-მა შექმნა შედარებით მარტივი და მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასების სისტემა, რომელიც ეფუძნება საჯარო სივრცეში არსებულ ან მარტივად მოსაპოვებელ საბიუჯეტო დოკუმენტაციას. ასევე შეფასების ინდიკატორების შემუშავებისას მხედველობაში მიღებული იქნა პოტენციური შემფასებლების ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები.