ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის თანახმად „მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის; სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია". ქარტია 1985 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო, 2004 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ქარტიის რატიფიცირება და 2005 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა.

საერთაშორისო ვალდებულებებით (ევროპული ქარტია, OGP და სხვ.) და ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებულია, რომ განვითარების დოკუმენტები უნდა იქმნებოდეს მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით. დაგეგმვის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ შიმუშავა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, რომლის თანახმადაც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეთა ჩართულობა და მათთან კონსულტაციების გამართვა. ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დაკვეთით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის თაობაზე მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს ევალებათ პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება; თუმცა, მათ არ ჰყავთ მოქალაქეთა ჩართულობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამ მიმართულებით რეგულარული ტრენინგები არ არის გათვალისწინებული. ამასთან კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ დონეზე, მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ საბიუჯეტო პროცესში, გააკეთონ კომენტარები, მოამზადონ რეკომენდაციები და წამოაყენონ ინიციატივები. თუმცა, ამის შესახებ ინფორმირების არარსებობის გამო საბიუჯეტო პროცესებში ჩართულობის ამ მექანიზმებს მოსახლეობა ვერ იყენებს, რადგან კანონმდებლობაში არ არსებობს კონკრეტული ან ეფექტური პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს დაგეგმვაში საზოგადოების მონაწილეობას. IRC-მა დაისახა მიზნად შეექმნა ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შეფასების ინდექსი, რომელიც ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი არსებული პრაქტიკის გათვალსიწინებით, ხოლო მეორე მხრივ, იძლევა ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობას, განსაკუთრებით ჩართულობის ინსტრუმენტების შესახებ, რომელიც ეყრდნობა აღიარებულ კარგ პრაქტიკებს.

აირჩიე ან შეადარე ერთმანეთს მუნიციპალიტეტები

ქულების დინამიკა წლების მიხედვით

შერჩეული მუნიციპალიტეტები: სრული შეფასება 2024-ის ან უახლესი მონაცემებით

ახალციხე 51.07
ბათუმი 72.77
ზუგდიდი 56.57
თელავი 47.98
წყალტუბო 53.22
ოზურგეთი 60.81
ახმეტა 41.6
ლაგოდეხი 37.23
საგარეჯო 30.01
სიღნაღი 30.56
ყვარელი 25.38
დედოფლისწყარო 56
გურჯაანი 32.37
თელავი 48.49
ხონი 40.11
ზესტაფონი 29.02
ტყიბული 50.8

შედარება პრინციპების მიხედვით (ერთ კონკრეტულ წელში)

ყველა მუნიციპალიტეტი ჯამური ქულებით