საჯარო სერვისები

საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა (PSMS) წარმოადგენს საჯარო სერვისების სრულყოფილების ახალ და ინოვაციურ ინსტრუმენტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს საჯარო სერვისები, დაადგინოს მათი სიმწიფის დონე და ამით ხელი შეუწყოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ დღეს საჯარო სერვისების შემუშავებისა და მართვის პრაქტიკა ჯერ კიდევ საკმაოდ ქაოტურია, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ხელმისაწვდომობასა და მიწოდების ხარისხზე. სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული მიდგომა და პრაქტიკა არ მიყვება საჯარო სერვისის სრულ სასიცოცხლო ციკლს და ხშირ შემთხვევაში გამოტოვებულია ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა სერვისის ინიცირების პროცესში, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, ა.შ. საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა (PSMS), აღიარებულ, კარგ პრაქტიკაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს სისტემური მიდგომით საჯარო სერვისის სრული სასიცოცხლო ციკლისა და შესაბამისად მისი განვითარების ფაზების შეფასებას. აღნიშნული თავის მხრივ, შემფასებელ ორგანიზაციას/ინდივიდს შესაძლებლობას მისცემს გამოავლინოს ქაოტური პრაქტიკის შედეგად არსებული გამოწვევები და განსაზღვროს სერვისის სრულყოფილი მართვის უზრუნველსაყოფად გასაუმჯობესებელი მიმართულებები.

სისტემის მიხედვით საჯარო სერვისებს გააჩნიათ დიზაინისა და მიწოდების ეტაპები, ხოლო ეს ეტაპები თავის თავში მოიცავენ სერვისების განვითარების ფაზებს. თითოეული ეტაპი შედგება სამი ფაზისგან და ქმნის საჯარო სერვისების განვითარების სასიცოცხლო ციკლს. დიზაინის ეტაპი მოიცავს ინიცირების, ანალიზის და განხორციელების ფაზებს, ხოლო მიწოდების ეტაპი ტესტირების, დანერგვის და მუდმივი გაუმჯობესების ფაზებს აერთიანებს.

ამასთან, თითოეული ფაზა დაყოფილია პრინციპებად, რაც ჯამში 18 პრინციპს ქმნის. საჯარო სერვისების სიმწიფის სისტემა სერვისის თითოეულ ფაზას სამი პერსპექტივიდან აფასებს - შიდა, გარე და მომხმარებლის პერსპექტივა.

აღსანიშნავია, რომ PSMS-ის გამოყენებით შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით საჯარო სერვისებისა და სერვისის მიმწოდებელი საჯარო დაწესებულებების რანგირების სისტემის შექმნა.

საჯარო უწყება 20152019202020212022
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 833
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 636
სერვისის მიმწოდებელი 741
საჯარო უწყება 955
საჯარო უწყება 1445
საჯარო უწყება 629
საჯარო უწყება 738
საჯარო უწყება 849
საჯარო უწყება 1050
საჯარო უწყება 1143
საჯარო უწყება 1224
საჯარო უწყება 1362
საჯარო უწყება 1533
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 237
საჯარო უწყება 240
საჯარო უწყება 334
საჯარო უწყება 136
საჯარო უწყება 410
საჯარო უწყება 542
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 136
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 332
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 440
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია 538
სერვისის მიმწოდებელი 9



მონაცემები პრინციპის მიხედვით




მონაცემები საჯარო უწყების მიხედვით